საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მარიხუანას მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცის თაობაზე მსჯელობს. სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ მოქალაქე გივი შანიძემ შეიტანა. მის ინტერესებს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ იცავს.
დავის საგანი სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნაწილია, რომელიც „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას“ გულისხმობს და ამისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნორმა კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულ პიროვნული თავისუფლების განვითარების უფლებას ეწინააღმდეგება.