ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი ერთობლივი განცხადებით დასრულდა.
16 ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისთვის.