“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა, სადაც მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
რაც შეეხება მსგავს შეხვედრებს ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატებთან, აქ აცხადებენ, რომ მათ საარჩევნო პროგრამას მედია საშუალებებით ეცნობიან.