დოლარის ღირებულებამ კომერციულ ბანკებში 2.50 გადააჭარბა

11 ოქტომბერი 2017, 00:00 3120 ნახვა

 

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ზაფხულის შემდეგ, (1 აგვისტოს მონაცემები) დოლარის კურსი 9 თეთრით გაიზარდა.  ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს ერთი დოლარის ღირებულება 2.4798 ლარია, კომერციულ ბანკებში კი დოლარის შესყიდვა 2.52. 

შედარებით დაბალი მაჩვენებელია ვალიუტის გადამცვლელ ჯიხურებში, სადაც 1 დოლარის ფასი 2.48 თეთრია. 

რაც შეეხება ევროს ღირებულებას, ბანკებში 1 ევრო 3.0100 ლარი ღირს, ჯიხურებში 3 თეთრით ნაკლები. ერთი ევროს ღირებულება,  ბოლო სამი თვეში 11 თეთრით გაიზარდა. 

ამავე კატეგორიაში