ოფროუდის საერთაშორისო ჩემპიონატში გამარჯვებულები

10 ოქტომბერი 2017, 00:00 4677 ნახვა

თურქეთის ქალაქ ართვინში გამართულ ოფროუდის საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოდან სამი ეკიპაჟია გამარჯვებული. მათ შორის პირველ საპრიზო ადგილზე S 3 კატეგორიაში ბათუმელმა ოფროუდერებმა მირზა ნაკაშიძე და დათო კახიძე გავიდა. იგივე კატეგორიაში მესამე ადგილი გიგი სვანმა და გიორგი ლონდარიძემ მოიპოვა. S 2 კატეგორიაში კი მესამე ადგილზე გრეგორ მშვენიერაძე და შოთა მაჭარაშვილი გავიდა.  შეჯიბრში სულ 4 ქვეყნის 70 ეკიპაჟი მონაწილეობდა. მათ შორის იყო 11 საქართველოდან. მორიგი საერაშორისო შეჯიბრი 14- 15 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. გამარჯვებულებს კატეგორიების მიხედვით ფულადი ჯილდო და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. შეჯიბრი ოფროუდის ერთ-ერთ სახეობაში თრაილში გაიმართა.

 

ამავე კატეგორიაში