ჯელალ ქიქავამ საკუთარი საარჩევნო პლაკატი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის სააგიტაციო მასალას გადააკრა.
"ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ეს კანონდარღვევა არ არის, რადგან სპეციალურად საარჩევნო სუბიექტებისთვის განკუთვნილი სტენდები, რომელი ცმერიამ ქალაქის ცენტრში განათავსა, საკმარისი ყველა კანდიდატისთვის არაა და მას ადგილი ამ სტენდებზე არ დაუტოვეს.