განმარტებები “შუახევიჰესის” მშენებელი კომპანიისგან. სოფელ ღურტაში, აგვისტოს შუა რიცხვებში, გვირაბის ნაწილის ჩამოშლის გამო, კომპანიის წარმომადეგნლები მოსახლეობას ამშვიდებენ, ამბობენ, რომ მათ ამით საფრთხე არ ემუქრებათ. მათივე განცხადებით, ამას ხელი არ შეუშლია ჰესის ამოქმედებაში. კომპანიაში სოფლებში წყაროს წყლების დაშრობას გვირაბების მშენებლობას არ უკავშირებენ, ამის მიუხედავად, ხულოში წყალსაცავის აშენებას გეგმავენ, რისთვისაც 160 ათასი ლარის დახარჯვას აპირებენ.
გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შესახებ ინფრომაცია, რომლის მიზეზიც, ამ დრომდე არაა დადგენილი, პირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდა.