მმართველი პარტიის განცხადება: საბავშვო ბაღების არც ერთი თანამშრომელი არ იღებს პარტიულ დავალებას

09 ოქტომბერი 2017, 00:00 3169 ნახვა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო მიზნებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უარყოფს და განცხადებას ავრცელებს.

ციტატა: “ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღების არც ერთი თანამშრომელი "ქართული ოცნებისგან" არ იღებს პარტიულ დავალებას, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიერ პარტიის მხარდაჭერას ითვალისწინებს. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც საბავშვო ბაღების თანამშრომლები არიან პარტიის აქტივისტები, რაც ამ უკანასკნელთა კონსტიტუციური უფლებაა. თუმცა, ისინი საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან არა როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები, არამედ მათი პარტიული სტატუსის ფარგლებში და ამ სტატუსის შესაბამისად”. - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე კატეგორიაში