მხატვარ მზია ხალვაშის პერსონალური საიუბილეო გამოფენა გაიმართა. ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი ნამუშევრებიდან უმრავლესობა პორტრეტი და პეიზაჟია. გრაფიკულ და ფერწერულ კომპოზიციებთან ერთად, დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მხატვრის ალბომს გასცნობოდა.
გამოფენა თვის ბოლომდე გაგრძელდება. მზია ხალვაში აჭარის დამსახურებული მხატვარი,საერთაშორისო სამხატვრო ფესტივალის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერია.