ბათუმში, მე-14 ბაღის ეზოში თხევადი გაზის ბალონი აალდა

06 ოქტომბერი 2017, 00:00 5603 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში მე-14 ბაღის ეზოში თხევადი გაზის ბალონი აალდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც აღსაზრდელები საუზმობდნენ. მათი ევაკუაცია შენობიდან დროულად განხორციელდა. ინციდენტის გამო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა. ბაღში გაზის სპეციფიკური სუნი იყო.

მშობლემის ნაწილმა ბავშვები დაწესებულებიდან წაიყვანეს. მათი თქმით, უსაფრთხოების მიზნით პატარები დღეს სასწავლო პროცესს აღარ დაესწრებიან.

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ბუნებრივი აირის მილების გაყვანას  სტანდარტის მიხედვით არის გათვალისწინებული. ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, ამიტომ ყველა ბაღში გაზის ბალონებია, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაწესებულებას აწვდის. „შემთხვევა ბაღის ეზოში მოხდა, არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხდა.  ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სახანძრო სტენდი და საევაკუაციო გეგმაა“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მე-14 საბავშვო ბაღი ვაჟა ფშაველას 83 ნომერში მდებარეობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში