მანქანების გამონაბოლქვია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბათუმში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებზე მაღალია. თუმცა არამარტო ეს, ჰაერში მტვრის ნაწილაკები მეტწილად მშენებლობებიდან ხვდება. მიმდინარე სამშენებლო ობიექტებზე კი დამცავი ბადეები თითქმის არსად შეგხვდებათ.
სამშენებლო მტვერი აწუხებთ ძველ ბათუმშიც, მტვერთან ერთად კი სამშენებლო ნარჩენები – მოსახლეობა უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვს.