ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდბეულების საქმეზე მოწმის სახით ჩვენებას პოლიციის ყოფილი უფროსი კახაბერ ბუხრაძე აძლევს.
ბუხრაძე ერთ-ერთი და მთავარი პირი იყო, რომლის გადადგომასაც 11 მარტის აქციაზე მოქალაქეები ითხოვდნენ. ბუხრაძეს აქციის მონაწილეები უკანონი სანქციების დაწესებასა და არაკორექტულ გამონათქვამებში ადანაშაულებდნენ.
აქციის შემდეგ, სამმართველოს შენობასთან მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააცხადა რომ საკადრო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავდა, თუმცა ბუხრაძემ თანამდებობა აქციიდან რამდენიმე თვეში დატოვა. იგი როტაციის პრინციპით, ქვემო ქართლშია გადაყვანილი, სადაც ასევე საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობს.