სხდომის დაწყებისას განცხადება გააკეთა მოსამართლე მერაბ ტურავამ. ის გამოეხმაურა რუსთავი 2-ის იურისტების განცხადებას და აღნიშნა, რომ მისი მიზანი საქმის გაჭიანურება არ ყოფილა. ამგვარი ინიციატივის გამო ტურავამ თავმჯდომარის შენიშვნა დაიმსახურა. ''ამორალური გარიგების შესახებ'' სარჩელზე საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გუშინ დაიწყო. თავდაპირველად მას საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავდა. გადაწყვეტილების გამოცხადების ეტაპზე მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობით საქმე სასამართლო პლენუმს გადაეცა.