საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს რუსთავი 2-ისა და ტელეკომპანია საქართველოს 2 ახალი სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსარჩელე სადაოდ ხდის სამოქალაქო კოდექსის რამდენიმე მუხლს. რუსთვი 2-ის იურისტის განცხადებით, გასაჩივრებული ნორმები, რომელიც კეთილსინდისიერი შემძენის მიერ ქონების დათმობას და საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმციას ეხება, ბუნდოვანია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამ ნომრებით ირღვევა მისი საკუთრების უფლება.