საზეიმო მიღებით დასრულდა პრემიერის ვიზიტი გერმანიაში. ღონისძიებაზე სიტყვით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის პოზიცია. აღნიშნა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა დავალება შეასრულა. ბერლინში გამართულ საზეიმო მიღებას დიპლომატები, ბიზნესისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.