''რესპუბლიკური პარტიის'' ბრალდება ''ქართულ ოცნებას''

01 ოქტომბერი 2017, 00:00 3017 ნახვა

“რესპუბლიკური პარტიის” ბრალდება “ქართულ ოცნებას”. დემურ მსახურაძის განცხადებით,  შუახევის საკრებულოს მოადგილე, გურამ ზოიძე  დახურულ კარს მიღმა  გამგებლის წარმომადგენლებს საკრებულოს შენობაში შეხვდა, სადაც ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებიც იყვნენ.

მისივე მტკიცებით, შეხვედრაზე არ დაუშვეს მისი მეუღლე ირინა ბერიძე, რომელიც სოფელ ფურტიოში გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწეა, იმის მიუხედავად, რომ ის შეხვედრაზე დაბარებული იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებში" ამბობენ, რომ საარჩევნო კანონის ორი ნორმა დაირღვა. პირველი პარტიული საქმიანობისთვის  ადამიანური რესურსის გამოყენებაა, რომელიც ორგანიზატორისთვის 2 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ხოლო მეორე, შენობის გამოყენება საარჩევნო საქმიანობისთვის. 
სინქ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი