დანონსებული შეხვედრა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტზე 

30 სექტემბერი 2017, 00:00 2349 ნახვა

ბათუმის ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე გამოვლენილი კანონდარღვევის ფაქტზე უბნის კომისიის წევრი, რომელიც აგიტაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დღეს შეხვდება. იურისტის  ინფორმაციით კომისიის წევრის სასამართლოზე გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას თავმჯდომარე სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ  მიიღებს.  

თავად კომისიის წევრის საარჩევნო უბნიდან მოხსნის შესახებ კომენტარი, ნაციონალური მოძრაობის პარტიაში გუშინ უკვე გააკეთეს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კომისიის წევრის მიერ კონკრეტული პარტიის სააგიტაციო მასალის გავრცელება ეკრძალება, კანონდარღვევის შემთხვავეაში კი მას 2 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში