„ქართული ოცნება“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს და ფაქტზე რეაგირებას სთხოვს. ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარინა ჟღენტი პარტიის პროპაგანდას ეწევა სოციალურ ქსელში გავრცელდა. მამუკა მდინარაძემ მასალა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებსაც წარუდგინა.