ხმაური თბილისის საკრებულოს სხდომაზე

29 სექტემბერი 2017, 00:00 2050 ნახვა

დღეს ხმაური იყო თბილისის საკრებულოშიც. ოპოზიცია პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალური ცვლილების წინააღმდეგი იყო, თუმცა საბოლოოდ უმრავლესობამ საკითხს 28 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილება განხორციელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები საკითხის განხილვის დაწყებას საათნახევარი აპროტესტებდნენ, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი