ჩაქვი - მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

29 სექტემბერი 2017, 00:00 4950 ნახვა

დღეიდან 10 დღით ჩაქვი- მახინჯაურის საავტომობილო გვირაბის ერთ-ერთი ზოლი გადაიკეტება. მიზეზი ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის სამშენებლო სამუშაოებია. 
,,მიმდინარეობს ახალი გზის არსებულზე დაერთება. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, ახლა ბათუმიდან ქობულეთის მიმართულებით გვირაბის მარცხენა მხარე დაიკეტება. სამუშაოები  გზის დაერთებას და გაფართოვებას ითვალისწინებს”- აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის რეგიონული სამსახურის უფროსი. ზურაბ სიხარულიძის თქმით, შეზღუდვის გამო საავტომობილო ნაკადი დროებით მარჯვენა გვირაბში გადაერთვება. 

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის  გვირაბში 17 სექტემბრიდან,  მოძრაობა მხოლოდ ერთ ზოლშია შესაძლებელი. 
 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი