როგორ იმუშავა ხულოს საკრებულომ ბოლო სამი წლის განმავლობაში? – სწორედ ეს იყო მუნიციპალიტეტში დღევანდელი საკრებულოს სხდომის ერთ-ერთი საკითხი, რომლის განხილვასაც ხმაური მოჰყვა. მმართველი გუნდის წევრები უფლებების სიმცირეზე საუბრობენ, ოპოზიცია კი კოლეგების ნაცვლად არაეფექტურ მუშაობაში გამგებელს ადანაშაულებს. ბესიკ ბაუჩაძემ ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთა.