ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ხულოს საკრებულოს სხდომა. კამათი საკრებულოს სამ წლიან მოღვაწეობას მოჰყვა. ოპოზიციის წევრებმა მმართველ პარტიას ის პროექტები შეახსენეს, რომლებიც წლების წინ უნდა აშენებულიყო, თუმა დღემდე არ შესრულებულა.
შენიშვნები ჰქონდათ მმართველი პარტიის წევრებსაც, გურამ სურმანიძის ინფორმაციით, უხარისხოდ შესრულდა ინფრატსრუქტურული სამუშაოების ნაწილი. ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკრებულოს თავმჯდომარე.