სამოქალაქო განათლების პროგრამა დასრულდა

16 ივნისი 2016, 00:00 4747 ნახვა
00:00
00:00

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ აჭარაში  დასრულდა.   კონკურსში გამარჯვებულმა სკოლებმა მცირე საგრანტო პროექტები განათლების სამინისტროში წარადგინეს და კონკურენტებს გააცნეს.  სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო მოსწავლეებმა  და პედაგოგებმა სიგელები და საჩუქრები  მიიღეს.  სამოქალაქო განათლების პროგრამა ჩვენს რეგიონში  მეორე წელია შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში