მორიგი ბრალდება თურქი მებაჟეების მისამართით და კიდევ ერთხელ დაწყებული გამოძიება ძალადობის მუხლით. მოქალაქე ემზარ მამულაძე გვიყვება, რომ ორი დღის წინ “მთავარისთვის” მიცემული ინტერვიუს ნახვის შემდეგ თურქმა მებაჟეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მამულაძე, ორშაბათს, სატელევიზიო ინტერვიუში, სარფის-საბაჟო გამშვებ პუნქტში, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ცემის ფაქტზე საუბრობდა.