ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს

27 სექტემბერი 2017, 00:00 2488 ნახვა
00:00
00:00

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. თარიღთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებები გაიმართა. ბათუმში, გმირთა ხეივანში ჟიული შარტავას მემორილათან ვეტერანები, უმაღლესი  საბჭოს და მთავრობის წევრები შეიკრიბნენ მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში