ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტის” ორგანიზებით, აჭარის მთავრობათან არსებული სოფლის განვითარების რეგიონული სტრატეგიის საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ევროპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამის ENPARD II და ENPARD III- ის ფაზების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცნენ და საბჭოს მიერ შემუშავებული სოფლის განვითარების სტატეგიის განხორციელების შესახებ ისაუბრეს.