სამი საათია ბათუმის საქალაქო სასამართლო ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული პირების საქმეზე მსჯელობს. დღევანდელ პროცესს არ ესწრება ერთ-ერთი ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე. იგი გუშინ მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა იმის გამო, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლაშა გოგნიაშვილს მატყუარა უწოდა. ამ წუთებში დეტექტივ-გამომძიებლები იკითხებიან.