„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. ისინი კონსტიტუციის განხილვაში მონაწილეობას არ იღებენ. პარტიის წევრებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, ადგილი აქვს მოსახლეობაზე ძალადობას. „ქართული ოცნების“ გარდა კონსტიტუციის პროექტს სხვა მომხრე არ ყავს - ამბობენ ოპოზიციონერი დეპუტატები. „ნაციონალურ მოძრაობამდე“ სხდომათა დარბაზი „ევროპული საქართველოს“ წევრებმაც დატოვეს.
მანამდე კი სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თამარ ჩუგოშვილმა, დეპუტატ ნიკა მელიას მიკროფონი გაუთიშა. ”ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი თინა ბოკუჩავა ტრიბუნასთან მდგარ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ავიდა და საკუთარი უკმაყოფილება დააფიქსირა. ინციდენტის შემდეგ, თამარ ჩუგოშვილმა სხდომის 5-წუთით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.