ბათუმის 23-ე საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები არ ჩატარებულა და სასწავლო პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ბათუმის რესურსცენტრის უფროსის გოჩა დავითაძის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს რეკომენდაცია მისცეს, რომ მავნებელს ადგილობრივი ძალებით ებრძოლონ.
“დღეს დილით ცხრის ნახევარზე, სანამ სკოლაში ბავშვები მივიდოდნენ, საკლასო ოთახი აზიური ფაროსანასგან მტვერსასრუტით და ცოცხით გაწმინდეს, დღეს მათი რაოდენობა შემცირებული იყო“ - განაცხადა გოცა დავითაძემ.
გუშინ ბათუმში 23 საჯარო სკოლაში აზიური ფაროსანას გამო ორ საკლასო ოთახში გაკვეთილი არ ჩატარდა. მსგავსი ფაქტი სასწავლო დაწესებულებაში ორი წლის წინაც დაფიქსირდა. სკოლის ხელმძღვანელი გურამ ფარტენაძე ვარაუდობს, რომ აზიური ფაროსანა შენობასთან ახლოს მდებარე თხილის პლანტაციებიდან გადმოვიდა.