საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ხვალ განიხილავს

25 სექტემბერი 2017, 00:00 2525 ნახვა

პრეზიდენტმა პარლამენტს უარი უთხრა რიგგარეშე სხდომის დანიშნვაზე. საქმე ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიღების შემთხვევაშიც, სავარაუდოდ გიორგი მარგველაშვილი ვეტოს უფლებას კიდევ ერთხელ გამოიყენებს.

პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები აქტიურად ეწინააღმდეგებიან ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდნეტის უფლებამოსილებას, საარჩევნო სისტემას და უშიშროების საბჭოს ეხება. გიორგი მარგველაშვილს სხდომის მოწვევის მიზნით ირაკლი კობახიძემ გუშინ მიმართა.

პარალამენტარები ხვალ, რეგლამენტის შესაბამისად, 14 საათისთვის მაინც შეიკრიბებიან. ვინ დაეწრება საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის მესამე მოსმენას და ვინ უცხადებს მმართველ გუნდს ბოიკოტს? ასევე რა არგუმენტებით ამყარებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტი

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი