ხელვაჩაურში მიკროავტობუსი სანიაღვრე არხში გადავარდა

25 სექტემბერი 2017, 00:00 8524 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი სანიაღვრე არხში გადავარდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, საავტომობილო გზაზე ქვეითი გადადიოდა, მძღოლმა დაამუხრუჭა, ავტომობილი მოცურდა და გადაბრუნდა. 

მიკროავტობუსით სავარაუდოდ სამშენებლო მასალები გადაჰქონდათ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით დაიწყო. 

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი