ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში მოწამლული პაციენტების ნაწილი, რომლებიც ბათუმის რეფერალურ სავადმყოფოსა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მკურნალობდნენ, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 11 ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, დარჩენი 7 პაციენტი კი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში რჩება. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ პირველადი ეპიდ-კვლევის შედეგად, საკვებისმიერი ბაქტერიული და ვირუსული ინტოქსიკაცია გამოირიცხა. რა გახდა 24 ადამიანის მოწამვლის მიზეზი რამდენიმე დღეში, ლაბორატორიული კვლევის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთლეობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.