ქობულეთში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების უმრავლესობას შუქი სტაბილურად მიეწოდება - ასეთია ბოლო ინფორმაცია ''ენერგო-პრო ჯორჯიადან''.
მათი განმარტებით, ძლიერმა წვიმამ და ჭექა-ქუხილმა მწყობრიდან გამოიყვანა ერთ-ერთი ქვესადგური, რის გამოც ღამის განმავლობაში ქობულეთის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.