აქცია მერიასთან უცვლელი მოთხოვნით

16 ივნისი 2016, 00:00 3739 ნახვა

ბათუმის  საკრებულოს  მიწის საკუთრების   აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი მიქელაძე მერიის წინ შეკრებილ გონიოს მოსახლეობას შეხვდნენ.  შეკრებილებს ლევან კინწურაშვილმა განუცხადა, რომ კომისია დასკვნით ეტაპზეა და უკვე შემუშავებულია კომისიის სხდომის ოქმი, რომელიც მზადაა ხელმოსაწერად, თუმცა მჯდომარე აქციის მონაწილეები საბოლოო გადაწყვეტილებამდე დაშლას არ აპირებენ.  გონიოში მცხოვრები 271 ოჯახი მიწის დაკანონებას ითხოვს, რომელიც მათ 2007-2008 წლებში ხელვაჩაურის მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ ჯერ დაუკანონა, 2010 წელს კი   მისივე გადაწყვეტილებით ჩამოართვა.  

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში