რეზო ხარაზის ბრიფინგი

16 ივნისი 2016, 00:00 4283 ნახვა

უმაღლეს  საბჭოში  ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს   მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს რეზო ხარაზი. მისი თქმით,  არჩილ ხაბაძე ბიუჯეტის თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს, საუბარია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გამოყოფილ ფინანსურ რესურსზე. რეზო ხარაზის მტკიცებით,  გზების გარკვეული მონაკვეთები  რეაბილიტაციიდან ერთ წელში დაზიანდა, ნაწილი კი მოთხოვნის მიუხედავად საერთოდ არ შეკეთებულა. ამის დასტურად მან  ფოტო და ვიდეო მასალა წარმოადგინა, სადაც ხუთი სოფლის, დაზიანებული საავტომობილო გზაა გადაღებული.  

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში