სააკაშვილს ჯარიმა დააკისრეს

23 სექტემბერი 2017, 00:00 2262 ნახვა

უკრაინის სასამართლომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესიის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი  საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დამნაშავედ ცნო და დააჯარიმა.  


სასამართლო სხდომა 12 საათი გაგრძელდა.  სასამართლო სხდომას სააკაშვილი არ ესწრებოდა, მის ინტერესებს ადვოკატები წარმოადგენდნენ.  მოსამართლემ სააკაშვილს კანონდარღვევისთვის ჯარიმის სახით 3 ათას 400 უკრაინული გრივნის გადახდა დააკისრა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა პოლონეთ-უკრაინის საზღვრის შეგინის გამშვები პუნქტი  მისი მხარდამჭერების მიერ  უკრაინელი ძალოვნების კორდონის გარღვევის გზით გადაკვეთა.    

12 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილს  ადმინისტრაციული კანონდარღვევის შესახებ ოქმი გადასცეს. 16 სექტემბერს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ  საზღვარზე ინციდენტის გამო სააკაშვილს  არ დააპატიმრებდნენ და არც ქვეყნიდან გააძევებდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი