„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. საქმე ეხება „იაფი სახლის“ პროექტს.
პარტიაში აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელსაც იაფი სახლის პროექტი უნდა განეხორციელებინა, მუნიციპალიტეტმა ავანსის სახით დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი გადაურიცხა, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა. მერიაში ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.