ქრთამის აღების ფაქტზე ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს

22 სექტემბერი 2017, 00:00 4783 ნახვა

ქრთამის აღებას ედავება გამოძიება ბათუმის მერიის ზედამხედველობის თანამშრომელს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საჯარო მოხელის  დაკავების ფაქტზე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.  უწყების  მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის საუბარი, თუ რა ოდენობის ქრთამის აღებაზეა საუბარი, ან ჩადენილია  თუ არა დანაშაული ჯგუფურად, წინასწარ შეთანხმებით.

განცხადება გააკეთა დღეს ბათუმის მერიამაც,   რომელშიც  ნათქვამია,რომ ბათუმის მერია საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობს. სუს-ის ინფორმაციით ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დაკავებული პირი მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტია გონიო - კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში. ის სამართალდამცველებმა ორი დღის წინ დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა იგი  ქუჩაში  აიყვანეს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი