ქრთამის აღების ფაქტზე ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს

22 სექტემბერი 2017, 00:00 4715 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში გ. ფ. დააკავა. 

გამოძიება   საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2  ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. უწყებას არ დაუკონკრეტებია რა ოდენობის ქრთამის აღებაზეა საუბარი, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული ჯგუფურად წინასწარ შეთანხმებით. მუხლის მეორე ნაწილი, შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი