„ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა“ - გიორგი კვირიკაშვილი

22 სექტემბერი 2017, 00:00 2372 ნახვა

„ჩვენ დავპირდით ჩვენს ხალხს, რომ შემოვიღებდით საპარლამენტო სისტემას და  ჩვენს კონსტიტუციას საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად გავაუმჯობესებდით „ -  გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა.

დოკუმენტში ასახულია ისეთი ახალი, პროგრესული ინიციატივა, როგორიცაა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოს დაცვა და ბევრი სხვა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამ გადაწყვეტილებებში ასახულია ქართველთა მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ. ყოველივე ამას ქართველები ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვამენ, რადგანაც საქართველო უკვე დიდი ხანია ევროპის ფართო კულტურული და ისტორიული სურათის განუყოფელი ნაწილია“- განაცხადა მტავრობის მეთაურმა.პრემიერმა  მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელებაზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება რამდენიმე პუნქტზე გაამახვილა. 

„ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სფეროს ამბიციური რეფორმა, რათა ერთმანეთს დავუკავშიროთ განათლების სისტემა და ინდუსტრია, რათა განვავითაროთ მოთხოვნაზე დაფუძნებული უმაღლესი და პროფესიული განათლება და გავაუმჯობესოთ ჩვენი სამუშაო ძალის ეკონომიკური უნარები და შესაძლებლობები. ნოვატორ საზოგადოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების წარმატებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ შემდგომ ინვესტიციებსა და შრომას ჩვენი ეროვნული ეკოსისტემის სასიკეთოდ, რათა მოხდეს მისი ინტეგრაცია გლობალურ ეკოსისტემაში და ჩვენს ნოვატორებს გაეხსნათ მსოფლიო ბაზრებისკენ მიმავალი გზები“ - აღნიშნა პრემიერმა.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი