საყვედური – ეს სანქცია იმ მასწავლებლის მიმართ გატარდა, რომელმაც ფეისბუქში, “ქართული ოცნების” დროშებით ხელში, პირველკლასელების ფოტო გაავრცელა. დისციპლინური კომისიის სხდომა გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩატარდა, სხეფის სკოლის დირექტორმა “მთავარის” რეპორტიორს ფაქტობრივად ინფორმაცია დაუმალა.
კომუნიკაციაზე უარს ამბობენ კომისიის წევრები და მშობლები. რესურსცენტრში კი აცხადებენ, რომ ოქმის თანახმად, პირველკლასელებს პარტიული სიმბოლო, არა მშობელმა, არამედ სხვა მოსწავლეებმა მისცეს. რას გადაწყვეტს განათლების სამინისტრო – გამოიყენებს თუ არა სანქციის რომელიმე სახეს სკოლის მიმართ? ამ დროისთვის უცნობია.