,,რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე გონიოში’’- წარმოდგენა დღეს გონიო-აფსაროსის ციხეში გაიმართა.
ღია ცის ქვეშ, ახალგაზრდებმა რომაელი ჯარისკაცის რამდენიმე საბრძოლო სცენა გააცოცხლეს. წარმოდგენილი იყო ასევე რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა, კერამიკული ნაწარმი და რომაელი ჯარისკაცის იმ დროინდელი საკვები.