არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით შსს-მ და ცესკო-მ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ.
დოკუმენტით განისაზღვრა თანამშრომლობის დამატებითი ფორმები. მემორანდუმის მთავარი პირობაა საარჩევნო კანონის მაქსიმალურად დაცვა, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნა.