საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გოდერძი-ბეშუმის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერს აცხადებს. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ 997 ათას 679 ლარია გათვალისწინებული, თუმცა თანხა შესაძლოა გაიზარდოს. მისი ოდენობა ტენდერის საბოლოო შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
გზის მოწესრიგებას ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გასულ თვეში, შუამთობის დღესასწაულზე დაპირდა.