საქართველო უერთდება გაერო-ს რეფორმებთან დაკავშირებით აშშ-ის ინიციატივის შესახებ წევრი სახელმწიფოების დეკლარაციას - დოკუმენტს ქართული მხარე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შეუერთდა. ვიზიტის ფარგლებში დღეს გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს. 21 სექტემბერს კი პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.