უმაღლეს საბჭოში ჯანდაცვის კომისიასთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს კომისია შეიქმნება. მასში 50-მდე ადამიანი იქნება გაწევრიანებული, მათ შორის აჭარაში მომუშავე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს. კომისია ჯანდაცვის სფეროში პროგრამების მუშაობას შეისწავლის.
ბიუროს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინეს. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 93%-ით შესრულდა. ბიურომ 21 სექტემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგიც განსაზღვრა. დაგეგმილია გრანტების შესახებ კანონის განხილვა და სამი კომისიის ანგარიშის მოსმენა.