შუახევის მუნიციპალიტეტის, სხეფის სკოლის პედაგოგი მარინა დარჩიძე ბოლო 2 წელია საარჩევნო ადმინისტრაციის წევრია. კანონი მას უკრძალავს წინასაარჩევნო აგიტაციას, თუმცა მხოლოდ უფლებამოსილების მინიჭების, ანუ უბნის წევრების პირველი შეკრების შემდეგ.
საკითხზე მოკვლევა დაიწყო შუახევის 82-ე ოლქმა. საარჩევნო ადმინისტრაციის იურისტი ამბობს, რომ 15 დღის ვადაში გაირკვევა არის თუ არა დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის ან უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.