“სამართლიანმა არჩევნებმა” ცესკოს მიმართა

18 სექტემბერი 2017, 00:00 3220 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებში” ამბობენ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  სასწავლო პროცესის პოლიტიზირება დაუშვებელია და აღნიშნული ქმედება კანონს ეწინააღმდეგება.  სხეფის სკოლაში დაფიქსირებული ფაქტის გარდა მესამე სექტორი სამართლებრივ რეაგირებას კიდევ ორ შემთხვევაზე ითხოვს.

ერთი აჭარის ფინანსთა სამინისტროს დაჯარიმებას ითხოვს, ვებ-გვერდზე სააგიტაციო მასალის გამოყენების გამო.  მეორე ფაქტი კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება, ორგანიზაციის ინფორმაციით, საჯარო მოხელეები არასამუშაო საათებში პარტიულ შეხვედრას ესწრებოდნენ. საჩივრის განსახილველად ცესკოს 30 დღიანი ვადა აქვს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში