მარინა დარჩიძე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია

18 სექტემბერი 2017, 00:00 4107 ნახვა

მარინა დარჩიძე, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სხეფის მეორე უბანზე,  ოლქის მიერ არჩეული საუბნო კომისიის წევრი იქნება. ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ამავე უბანზე თავმჯდომარის მოადგილე იყო.   

„სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორის, მადონა ბერიძის განმარტებით, ამ კუთხით პედაგოგის ქმედება კანონდარღვევად ვერ ჩაითვლება. „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს უფლებამოსილება, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველივე სხდომის გამართვისთანავე ენიჭებათ. ეს სხდომები ჯერ არ გამართულა. შესაბამისად მარინა დარჩიძის ქმედება ამ კუთხით სამართალდარღვევა არ არის“ - ამბობს მადონა ბერიძე.

საკითხზე მოკვლევა შუახევის 82-ე  საოლქო საარჩევნო კომისიამაც დაიწყო. ოლქის იურისტის თქმით,  15 დღის ვადაში, გახდება ცნობილი არის თუ არა აღნიშნული ფაქტი,  დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის ან უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

 შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინა დარჩიძემ, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ პირველ კლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.  მოსწავლეებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ. პედაგოგმა ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან აღნიშნული ფოტო უკვე წაშალა.

http://ajaratv.ge/news/ge/20242/pirvelklaselebi-%EF%BF%BDqartuli.html.html

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი