სააკაშვილი უკრაინაში ახალ რევოლუციას არ გეგმავს

18 სექტემბერი 2017, 00:00 2725 ნახვა

საქართველოს ექს - პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ახალი რევოლუციის ორგანიზებას არ აპირებს. ამის შესახებ მან  ვინიცაში მიტინგის დროს განაცხადა.  მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, ახალი რევოლუციის  მოწყობის სურვილი არ მაქვს -განაცხადა მან.  სააკაშვილი მთელი უკრაინის შემოვლას და ხალხის მოთხოვნების შეგროვებას აპირებს.

შემდგომ უკრაინის ხელისუფლებას გადასცემს და აპირებს, რომ  მათი შესრულება კანონიერი გზებით მიაღწიოს. პარალელურად დღეს ლვოვის საოლქო სასამართლო სააკაშვილის საქმის განხილვას იწყებს. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და 130-დან 330 დოლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი